ხოჭოლავამ მარცხიანი სერია შეწყვიტა, კვერკველია ცენტრალურ მატჩში დამარცხდა

0
47

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის. დანიის სუპერლიგაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა. მე-11 ტურში კოპენჰაგენელებმა „ორჰუსი“ მიიღეს და ლარაგერის მიერ 81-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კოპენჰაგენის“ მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ნესტრუპს ჰქონდა, რომელმაც ჯეს ტორუპი შეცვალა. მოქმედმა ჩემპიონმა „ორჰუსთან“ მატჩამდე ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში წააგო. „კოპენჰაგენმა“ 15 ქულა დააგროვა 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ყარაბაღმა“ ბაქოს „ნეფთჩი“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. მასპინძლებში ქართველ მეკარე ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია, ხოლო სტუმრებში საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სოლომონ კვერკველია თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. ნახევარმცველი ვატო არველაძე ტრავმირებულია და ბაქოელთა განაცხადში არც ამჯერად იყო. „ყარაბაღი“ 21 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „ნეფთჩი“ 18 ქულით მეორეა.