ლობჟანიძის პირველი გამარჯვება ამ სეზონში

0
55

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. ჰათაელები სტუმრად „სივასფორს“ შეხვდნენ და 2:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 4 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მეთვრამეტეა.
„ანკარაგუჯუმ“ „ბაშაქშეჰირი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ბერიძე მასპინძლების სასტარტოში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. „ანკარაგუჯუ“ 4 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „მეცი“ შინ „პოს“ შეხვდა და 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა საწყის თერთმეტეულში გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს. „მეცი“ 14 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.