17 წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

0
68

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, ლუქსემბურგში B ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. სალომე ხუბულურის გუნდი შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
4-დან 10 ოქტომბერის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად A ლიგაში გადასასვლელად მასპინძელი ლუქსემბურგის,  ბელარუსის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ.
ფორმატის თანახმად, B ლიგის ჯგუფების გამარჯვებული ნაკრებები და საუკეთესო მეორეადგილოსანი A ლიგაში გადაინაცვლებენ, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავსლის შანსი ექნებათ.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგში 3 ოქტომბერს გაემგზავრება.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ელენე ჯულუხიძე (ელიტა, თბილისი).
მცველები: თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ანა პავლიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), ლიზი გოგალაძე (გორი), ელენე მოისწრაფიშვილი (ბათუმი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ლიზი კანკია (კვარტალი, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (კვარტალი, თბილისი), ანი ხაჩატუროვა (კვარტალი, თბილისი), ანა საგირაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), შორენა ჯანეზაშვილი (გორი), მარიამ მამფორია (კვარტალი, თბილისი), კესარია მემიშიში (ბათუმი), ლიკა მანუჩარაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნინი ბერიძე (კოლხეთი, ხობი), სესილი ქოლბაია (ფენიქსი, ზუგდიდი).
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მატჩების განრიგი