რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა, რომელიც ამჟამად უნგრეთის „ფერენცვაროშს“ ავარჯიშებს, განაცხადა, რომ თავის დროზე 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას რეკომენდიაც იტალიის სერია A-ს კლუბებთან გაუწია.
„თავისი დროზე მეგობრებმა დამირეკეს, რომლებიც იტალიურ კლუბებში მუშაობენ კითხვით – რუსეთის პრემიერ ლიგისდან სერია A-ში თამაში ვის შეუძლია? მე ვუპასუხე: ხვიჩა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ „ლოკომოტივში“ იყო და შეცვლაზე თამაშობდა.
ამ ხალხს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ როგორც ხედავმ ამჟამად ხვიჩა „ნაპოლიში“ თამაშობს. კვარაცხელია კერ კიდევ მაშინ ავლენდა შესაშურ თვისებებს იმ წუთების განმავლობაში, რომლებსაც მოედანზე ატარებდა. გამომდინარე იქიდან რას აფასებენ იტალიაში, მე ეს გვარი დავასახელე. მართალი აღმოვჩნდი.
მიხარია, რომ ამ ბიჭმა თავი წარმოაჩინა. ნიჭი ერთია, მაგრამ ამ დონეზე საკუთარი შესაძლებლობის გამოსავლენად საჭიროა ხასიათი და შედეგის საჩვენებლად მიზანსწრაფულობა. ხვიჩას ეს აქვს და იმედია, რომ ყოველივე ერთი-ორი წელიწადი კი არა, არამედ, ათწლეულები გაგრძელდება. ღმერთმა ქნას, რომ კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ იმავე გზა გაიაროს, როგორიც მარადონამ“ – განაცხადა ჩერჩესოვმა sport-express.ru-სთან.
გოჩა კაჭარავა





