მაკარიძემ ესპანეთში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა

0
31

გიორგი მაკარიძემ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა. „პონფერანდინამ“, რომელსაც საქართველოს ნაკრების მეკარე ზაფხულში შეუერთდა მე-6 ტურში სტუმრად „ალბასეტეს“ შეხვდა და სამი ქულა აიღო – 0:1. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებილ მე-3 წუთზე ედუ ესპიაუმ გაიტანა.
მაკარიძე „პონფერანდინას“ კარს მე-7 ტურში „ტენერიფესთან“ საშინაო მატჩშიც დაიცავს, რადგან მისი კონკურენტი ამირი ირანის ნაკრებშია გამოძახებული.
32 წლის მაკარიძემ „ალბასეტესთან“ შეხვედრამდე ბოლოს ლა ლიგა 2-ში შარშან 29 აგვისტოს „ალმერიაში“ ითამაშა, რომელიც გასვლაზე „ამორებიეტასთან“ 1:2 წააგო.
„პონფერანდინა“ 9 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.