ყაზანის „რუბინის“ სპორტული დირექტორის ოლეგ იაროვინსკის თქმით, როდესაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ პირველად ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ნახა თქვა, რომ ამ ადამიანს ზღვარი არ აქვს.
„ხვიჩას თამაშს როდესაც ვუყურებ დაუჯერებელ სიხარულს განვიცდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელთან 2 წელიწადი ვიმუშავე. ლეონიდ სლუცკისაც უხარია, რომ ასეთი მოთამაშის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანა. ვარჯიშზე ხვიჩას პირველად ნახვის შემდეგ თქვა, რომ ამ ადამიანს ზღვარი არ აქვს“ – ციტირებს იაროვინსკის sport-express.ru.





