თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ქულებს შორის სხვაობა ერთამდე შეამცირა. მე-3 წრის ბოლო ტურის შეხვედრაში დინამოელები ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „გაგრასთან“ მატჩში სტუმრის სტატუსით წარსდგნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
თბილისელები მე-6 წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან თორნიკე კირკიტაძე გიორგი ქობულაძეს ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. „დინამოს“ ანრი მექვაბიშვილმა მოაგებინა, რომელმაც 50-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა და „გაგრელთა“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
74-ე წუთზე ბაკურ ნინუამ უკვე ლუკა ნოზაძე გააძევა, რომელიც მოედნის ცენტრი გვინეელ უსმანე კამარას ეუხეშა.
„დინამოს“ გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის ისევ ვერ ხელმძღვანელობდა და გუნდი სათამაშოდ მიმა ასისტენტმა გიორგი დეკანოსიძემ გაიყვანა. თბილისელები 59 ქულით მეორე ადგილზე არიან და ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩებიან.
თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით თბილისის „საბურთალომ“ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. საბურთალოელები სტუმრად „თელავს“ შეხვდნენ და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
24-ე წუთზე თბილისელთა შეტევის დროს გურამ გოშთელიანმა პასი გიორგი გოჩოლეიშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი ისე დაამუშავა, რომ მეტოქე ჩამოიცილა, ხოლო შემდეგ „ცაციათი“ ძლიერი დარტყმით გაიტანა – 0:1.
33-ე წუთზე მსაჯმა რაფაელ ჩუკვურა გააძევა, რომელიც კუთხურის ჩაწოდების დრო გიორგი გულიაშვილს ეუხეშა.
47-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს იური ტაბატაძემ დაარტყა და გულიაშვილი მიმართულება შეუცვალა ბურთს, რომელიც ძელს მოხვდა, მაგრამ თავად დაამატა და ანგარიში გაზარდა – 0:2.
78-ე წუთზე „საბურთალომ“ კუთხური ჩააწოდა და მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით შოთა ნონიკაშვილმა ისარგებლა, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
„საბურთალო“ 37 ქულით მე-6 პოზიციაზეა, ხოლო „თელავი“, რომელსაც გია ცეცაძის თავკაცობით ჯერ არ მოუგია 29 ქულით მეშვიდეა.





