19-წლამდელების შემადგენლობა ევრო-2023-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის

0
22

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მე-9 ჯგუფის მატჩებს, 21-დან 27 სექტემბრამდე დანიაში ჩაატარებს. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები ინგლისი, მონტენეგრო და დანია არიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მომავალი წლის გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებენ.
დანიაში გასამართი მატჩებისთვის 19-წლამდელებს ტრავმის გამო გაბრიელ სიგუა და ლუკა წულუკიძე ვერ დაეხმარებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილოების მისაღებად 20 ფეხბურთელი გამოიძახა.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), პაპუნა ბერუაშვილი (სპორტინგი ლისაბონი, პორტუგალია).
მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ბართია (საბურთალო), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი თბილისი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), ომარ თოდუა (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა).
თავდამსხმელები: დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემირსპორი, თურქეთი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
U19 | საკვალიფიკაციო რაუნდი

21 სექტემბერი – დანია V საქართველო
24 სექტემბერი – ინგლისი V საქართველო
27 სექტემბერი – მონტენეგრო V საქართველო

19-წლამდელთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 3-დან 16 ივლისის ჩათვლით მალტა უმასპინძლებს.