წყალტუბოს ,,სამგურალის” 24 წლის მეკარე ლევან შოვნაძე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ეროვნულ გუნდში გამოძახების შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა.
ლევან შოვნაძე: ,,ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. საქართველოს ნაკრებში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ოცნება ამიხდა. ძალიან მიხარია და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, რასაც ახლა ვგრძნობ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. მარტო ვერაფერს გავხდებოდი, ეს მათი დამსახურებაა, რომ ასეთ ფორმაში ვარ და ნაკრების მწვრთნელების ყურადღება დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი იმედები გავამართლო”.




