საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისელ თანამოსახელეებს უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრის გმირი თბილისელთა 21 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე აღმოჩნდა, რომელმაც შესაძლო ითქვასს, რომ თამაში მარტო მოიგო.
შეხვედრაი საგოლე მომენტები ძალიან ცოტა შეიქმნა და გასაკვირი არაა, რომ მატჩის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებ ბრაზილიელი ფლამარიონი თამაშის დაწყებამდე გამოაკლდა, რადგან მოთელვის დროს ტრავმა მიიღო და გიორგი ზარია შეცვალა.
პირველ ტაიმში მოედანზე დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა. ყველაზე საყურადღებო მომენტი იყო, როდესაც მასპინძლები მეკარე მიხეილ ალავიძემ ბურთი მოედნის ფარგლებსს გარეთ გადააგდო და მთავარი მსაჯ გიორგი ყრუაშვილს ტრიბუნისკენ მიუთითა, სადაც შეუძლოდ გახდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთაც ექიმებისს დახმარება დასჭირდათ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ დავით კობოურმა მარცხენა ფლანგიდან კარგი გადაცემა გაუკეთა კარის წინ მყოფ ანზორ მექვაბიშვილს, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით გოლის გატანის რეალური სანსი ხელიდან გუშვა. ტაიმის შუაწელში ზარიამ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა. 76-ე წუთზე „დინამოს“ დაცვა შეცდომა დაუშვა და ირაკლი ბიძინაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
პენალტების სერიაში კუტალაძემ ზედიზედ სამი დარტყმა მოიგერია – ვლადიმერ მამუჩაშვილს, გუგა ფალავანდიშვილს და გრიგოლ ჩაბრაძეს აუღო. „დინამოდან“ თერთმეტმეტრიანი ჯიმი ტაბიძემ, უსმანე კამარამ და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს, ხოლო იმრანმა ბურთი კარს ააცილა.

1/4-ფინალში გავიდა ქობულეთის „შუქურაც“, რომელმაც ფოთის ტექნიკურ ცენტრში თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და 2:0 სძლია. მასპინძლებიდან 42-ე წუთზე ანგარიში ალიკო ჩაკვეტაძემ გახსნა, ხოლო ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა მეტოქის კარი 56-ე წუთზე აიღო და თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე თამაში უზრუნველყო.




