„რეალ სოსიედადისთვის“ სადიკის შეძენა უიღბლო აღმოჩნდა

0
20

სან სებიასტიანის „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელი უმარ სადიკი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს სერიოზული ტრავმის მიზეზით გამოტოვებს. 23 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში „ხეტაფესთან“ (1:2) მატჩში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
„რეალ სოსიედადმა“ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ალმერიადან“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შვედი ალექსანდერ ისაკი უნდა შეეცვალა, რომელიც „ნიუკასლში“ 70 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდეს.
გასულ სეზონში, სადიკმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარეში „რეალ სოსიედადში“ გადასვლამდე ლა ლიგაში „ალმერიას“ მაისურით 3-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.