„რუბინს“ კვარაცხელიას სანაცვლოდ თანხის მიღება ეიმედება

0
26

ყაზანის „რუბინის“ გენერალურ დირექტორ რუსტემ საიმანოვს ეიმედება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თანხიდან წილი რუსულ კლუბსაც შეხვდება. მან ამის შესახებ matchtv.r-სთან. ისაუბრა.
-„რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ რამე თანხას მიიღებს?
-იმედია, რომ მიიღებს.
-ეს ფიფას სოლიდარობის გადასახადი იქნება?
-დიახ, მაგრამ გვეიმედება, რომ სხვა თანხასაც მივიღებთ.
-საწყენი იქნება, რომ ასეთი მოთამაშის სანაცვლოდ არაფერი მიიღოთ…
-ახლა ბევრი რამაა საწყენი. იმავე, ჰაკშაბანოვიჩი და დრეიერი რომ ჩვენთან არ არიან, საწყენი არაა? ამას ვერაფერს მიუხერხებ.
-ხვიჩა სერია A-ში „გლეჯს“. გაკვირვებული ხართ?
-მე? გაიხსენეთ, როდესაც 19 წლის იყო, მის შესახებ რას ვამბობდით. ჩვენ ვთქვით, რომ ის ტოპ-დონის ევროპულ გუნდში ითამაშებდა. მას სისწრაფე და დრიბლინგი აქვს, ასევე თამაში კარგად ესმის. ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს.
მან სკოლის ჩანთა კარადაში ცოტა ხნის წინ „შეაგდო“ და ახლა ასეთი მოთამაშეა. ჩვენ მასს ვგულშემატკივრობთ და კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ხვიჩა კლუბის ყველა წევრთან ყოველთვის კონტაქტზეა.