„რეალმა“ ფინანსური წელი 13 მილიონი მოგებით დაასრულა

0
22

„რეალმა“ გასული სეზონის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მადრიდული საფეხბურთო კლუბი იუწყება, რომ ფინანსური წელი 13 მილიონი ევროს მოგებით დაასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის მარტიდან დაწყებული კორონავირუსის პანდემიის გამო 400 მილიონი ევრო დაკარგეს.
„რეალმა“ მოახერხა, რომ მომგებიანი კლუბი ყოფილიყო პანდემიის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში. 2019-2020 ფინანსურ წელში გადასახადების გადახდის შემდეგ მოგებამ 313000 ევრო შეადგინა, ხოლო 2020-2021 ფინანსურ წელში – 874000 ევრო. „რეალი“ ევროპის ერთ-ერთი ტოპ-კლუბია, რომელსაც ამ წლებში ფინანსური დანაკარგი არ ჰქონია“.
განვლილ წლებში „რეალმა“ კლუბის სუფთა აქტივები გაზარდა – 2022 წლის 30 ივნისისთვის მათი რაოდენობა 546 მილიონი ევროა.
გასულ წელთან შედარებით მადრიდელთა ოპერაციულმა მოგება 10 პროცენტით გაიზარდა და 722 მილიონი ევროა.
2022 წლის 30 ივნისისთვის „რეალის“ ანგარიშზე არსებული ნაღდი თანხა 425 მილიონი ევროა, ხოლო სუფთა ვალი, რომელშიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციაში დახარჯული თანხაცაა გათვალისწინებული, 263 მილიონი ევროა.