მარგველაშვილის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

0
34

გაგი მარგველაშვილმა მიმდინარე სეზონში „შკუპის“ შემადგენლობაში ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა.
მოქმედმა ჩემპიონმა „შკუპიმ“ შინ „რაბოტნიჩკი“ 5:0 დაამარცხა და მარგველაშვილმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. 25 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ის „შკუპის“ მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და ბალკანურ კლუბში თამაშის პერიოდში თავისი მეორე გოლი მიითვალა.
„შკუპი“ 10 ქულით 11-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.