კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურმა სტარტი გორში აიღო, სადაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „დილა“ „თელავს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გორელებმა ფრედ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულეს.
ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ „დილამ“ 6 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო, 3-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ მატჩი ფრედ ითამაშა.
გია ცეცაძის გაწვრთნილ „თელავს“ რაც შეეხება, მიჯრით 2 მარცხის მერე, გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ქულა აიღეს. აღსანიშნავია, რომ ცეცაძის ხელმძღვანელობით თელაველებს ჩემპიონატში ჯერ არ მოუგიათ – 3 ფრე და 3 მარცხი.
„დილა“ 39 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციზეა, ხოლო „თელავი“ 29 ქულით მე-7 პოზიციაზეა.





