„ლივერპულის“ ყოფილი მეკარე ლორის კარიუსი კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს. 29 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბს უკვე მიაშურა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ხანმოკლე კონტრაქტს გააფორმებს. ის სარეზერვო მეკარე კარლ დარლოუს ნაცვლად აიყვანეს, რომელმაც ტრავმა მიიღო.
შეგახსსენებთ, რომ განვლილ ზაფხულში „ნიუკასლიდან“ გოლკიპერი მარტინ დუბრავკა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
კარიუსსი „ლივერპულმა“ 2016 წელს „მაინციდან“ იყიდა. გერმანელმა ფეხბურთელმა მერსისადელთა შემადგენლობაში 2 სეზონი ითამაშა. ის 2018-2020 წლები იჯარით „ბეშიქთაშში“ გამოდიოდა, ხოლო გასულ სეზონში ბერლინის „უნიონში“ გაანათხოვრეს.
ზაფხულში „ლივერპულთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარიუსი თავისუფალი აგენტი იყო.





