ხუან მატა „გალათასარაიში“ ითამაშებს

0
48

ხუან მატა კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 34 წლის ესპანელმა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, კონტრაქტი სტამბოლის „გალათასარაისთან“ გააფორმა.
მატა 2014 წლის იანვრიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 285 მატჩში 51 გოლი გაიტანა.
მან 2009- 2016 წლებში ესპანეთის ეროვნულ გუნდში 41-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. ის მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის და ევროპის 2012 წლის პირველობის გამარჯვებულია.
მატას გარდა „გალათასარაიმ“ თურქეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თავდამსხმელები მაურო იკარდი, იუსუფ დემირი და მილოტ რაშიცა, ასევე ნახევარმცველი მარკო როსი დაიმატა.