დიეგო კოსტა კარიერას „ვულვერჰემპტოში“ გააგრძელებს. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ინგლისის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
33 წლის წარმოშობით ბრაზილიელი, მაგრამ ესპანეთის მოქალაქე ფორვარდი ბოლოს „ატლეტიკო მინეიროში“ გამოდიოდა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. ის „ვულვზს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
დიეგო კოსტა კარიერის მანძილზე ასევე მადრიდის „ატლეტიკოში“, „ჩელსიში“, „რაიო ვალეკანოში“, „ვალიადოლიდში“, „ალბასეტეში“., „სელტაში“, „ბრაგაში“ და „პენაფიელში“ გამოდიოდა.





