„ლაიფციგს“ მარკო როზე გაწვრთნის

0
73

დომენიკო ტედესკოს გაშვების შემდეგ, „ლაიფციგის“ ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მარკო როზე მიიწვიეს.
როზემ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 45 წლის გერმანელი სპეციალისტი ბოლოს დორტმუნდის „ბორუსიაში“ მუშაობდა, რომლიდან 2022 წლის მაისში დაითხოვეს.
ტედესკოს რაც შეეხება, მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შინ დონეცკის „შახტართან“ 1:4 მარცხი არ აპატიეს. კლუბის მეპატრონეები მისი მუშაობოთ ისედაც უკმაყოფილო იყვნენ, რადგან „ლაიფციგმა“ მიმდინარე სეზონშში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 ტურში 1 მატჩი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო – 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი