დანიის „კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის პირველ მატჩში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან ანგარიში 35-ე წუთზე მარკო როისმა გახსნა, ხოლო შვიდ წუთში რაფაელ გერეირომ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 83-ე წუთზე მეტოქის კარი ბილინგემმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „სევილიას“ 4:0 აჯობა. ინგლისელებიდან დუბლი ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა, რომელმაც ესპანელების კარი მე-20 და 67-ე წუთზე აიღო. 58-ე წუთზე გოლი ფოდენმა მიითვალა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე რუბენ დიაშმა.





