გიორგი ჭიაბრიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

0
35
თბილისის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.გიორგი ჭიაბრიშვილი 5 სექტემბერს თელავთან გასამართ მატჩამდე შეუძლოდ გახდა და აუცილებელი გახდა მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჩვენი კლუბის ექიმმა დავით ხარაბაძემ გააკეთა:
“გიორგი ჭიაბრიშვილს გუშინ, მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ – შუნტირება. გუშინვე იგი რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და დღეს გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა”.
​გიორგი ჭიაბრიშვილი უახლოესი დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და მკურნალობას ადგილზე გააგრძელებს.