ნოლიტო სეგუნდაში ითამაშებს

0
40

ესპანეთის ეროვნული ნაკრების, „ბარსელონას“, „სევილიას“და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფორვარდი ნოლიტო სეგუნდა დივიზიონის კლუბს „იბიცაში“ ითამაშებს.
35 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის გუნდსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ნოლიტომ ბოლო 3 სეზონი „სელტაში“ გაატარა, რომლის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 79 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
მან 2014-2016 წლებში „ფურია როხას“ ღირსებას 16-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.