ბათუმის “დინამომ” დავითაშვილი “ბორდოში” გაანათხოვა

0
53

ბათუმის “დინამომ” ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “ბორდოში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ბათუმელთა პრესსამსახური იუწყება.
“ზურიკო დავითაშვილი 1 წლიანი იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით ფრანგულ ბორდოში გავანათხოვრეთ. წარმატებას ვუსურვებთ ზუკას საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე” – იუწყება საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური.
კარიერის განმავლობაში ბათუმის “დინამოს” გარდა, 21 წლის ფეხბურთელს თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივში”, ყაზანის “რუბინში”, ვოლგოგრადის “როტორში” და ტულას “არსენალში” უთამაშია.