ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც მე-3 ტურში შინ „ტორინოსთან“ (1:2) მატჩი ტრავმოს მიზეზით გამოტოვა, „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში სტუმრად მილანის „ინტერთან“ (1:3) შეხვედრაში დაბრუნდა.
მასპინძლების უპირატესობა „სან სიროზე“ უდავო იყო და მე-12 წუთზე კონტრშეტევის დროს ედინ ჯერკოს დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია და კორეამ ზუსტად დაამატა – 1:0.
38-ე წუთზე მარცხენ ფლანგიდან ჩალჰანოღლუს გადაცემის შემდეგ ბარელამ საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების მცველს ჯეკოსთან ორთაბრძოლის დროს თავიდან სისხლი წამოუვიდა და თამაში სახვევით გააგრძელა. ის 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 76-ეზე ლაუტარო მარტინესმა მილანელები კიდევ უფრო დააწინაურა. 90-ე წუთზე ოკერეკემ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა და ზედიზედ 4 თამაშის წაგების მერე „კრემონეზე“ 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ კრემონელებს ასეთი ცუდი სტარტი სერია A-ში არასოდეს ჰქონიათ.





