გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-6 ტურში „მეცი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის „როდეზს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.
მიქაუტაძემ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როდესაც თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ მეტოქის ერთ მცველ გაექცა და გარე ტერფით ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
36-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მიქაუტაძემ ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიშორა და თავის ფრანგულ კარიერაში პირველი დუბლი მიითვალა. 44-ე წუთზე ქართველი „როდეზის“ საჯარიმოში სამ მოწინააღმდეგეს გაექცა და ზუსტი გადაცემა უდოლს გაუკეთა, რომელსაც გატანა არ გაჭირვებია.
მასპინძლებმა ერთი ბურთი 69-ე წუთზე გაქვითეს, ხოლო 75-ეზე მაზიზმა საბოლოო წერტილი დასვა.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ლიგა 2-ის ბომბარდითა დავაში მე-2 ადგილზეა და „სენტ-ეტიენის“ კოტდივიარელ ფორვარდ კრასოს სამი ბურთით ჩამორჩება. „მეცი“ 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





