ლონდონის „ვესტ ჰემმა“ „ლიონიდან“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ლუკას პაკეტა შეიძინა.
„ვესტ ჰემის“ პრესსამსახური იუწყება, რომ ეს ტრანსფერი კლუბისთვის სარეკორდოა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლიონი“ გარანტირებულად 43 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 17 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
პაკეტამ „ვესტ ჰემთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელიწადი ვატომატურად გაგრძელდება. ის ახალ გუნდში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში პაკეტამ „ლიონის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 44-ჯერ ითამაშა და 11 გოლი გაიტანა.





