ფამაგუსტას „ანორთოსისმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი ავთო ებრალიძე გამოდიან, კვიპროსის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.
ფამაგუსტელები ახალი მთავარი მწვრთნელის დარკო მილანიჩის ხელმძღვანელობით, რომელმაც კვიპროსის ნაკრების თავკაცად დანიშნული თემურ ქეცბაია შეცვალა, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრნენ და 2:1 გაიმარჯვეს. ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ებრალიძე, რომელიც „ანორთოსისს“ ამ ზაფხულს შეუერთდა მოედანი 88-ე წუთზე დატოვა.
თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში “ანკარუგუჯუმ” სტუმრად “ქარაგიუმრუქთან” 1:4 წააგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ბერიძე დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. “ანკარაგუჯუ” 1 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.





