„ნაპოლიმ“ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

0
29

„ნაპოლიმ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, „სასუოლოდან“ ჯაკომო რასპადორი დაიმატა.
ნეაპოლელებმა იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გაუფორმეს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მისი კონტრაქტის გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ.
„ნაპოლი“ 22 წლის ფეხბურთელის იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო  ტრანსფერში –  20 მილიონს პლუს 5 მილიონი ბონუსად.
რასპადორი „სასუოლოს“ აღზრდილია, რომლის პირველ გუნდში 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 81 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მან „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო, ხოლო შარშან ევრო-2020 მოიგო.