შენგელიას მარცხიანი დებიუტი საბერძნეთში

0
26

საბერძნეთის სუპერლიგაშსი ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. „პანეტოლიკოსი“, რომელსაც ქართველი გარემარბი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, პირველ ტურში სტუმრად პაოკს შეხვდა და 0:1 წააგო.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი მე-7 წუთზე ბრენდონ ტომასმა გაიტანა. პაოკის განაცხადში ნახევარმცველი ნიკა ნინუა არ იყო.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ბელგიის „ლუევენთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ბერძნებთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.