ლობჟანიძის საგოლე პასი და ზედიზედ მეორე მარცხი

0
21

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში თავისი პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-3 ტურში „ჰათაისფორმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, თავის მოედანზე „გაზიანთეფს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
სტუმრებიდან ანგარიში მე-7 წუთზე ფიგუეირედომ გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე ლობჟანიძის პასის მერე ელ კააბიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 49-ე წუთზე სტუმრებიდან მეტოქის კარი იევტოვიჩმა აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი, ზედიზედ 2 წაგების შემდეგ უქულოდაა და 19 გუნდში მე-17 ადგილზეა.
სერბეთის სუპერლიგის მე-7 ტურში “რადნიჩკიმ” სტუმრად “იავორს” 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა განაცხადში ქართველი ლეგიონერები ანტონ თოლორდავა და გიორგი პაპუნაშვილი არ იყვნენ. “რადნიჩკი” 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.