ამსტერდამის „აიაქსმა“ თურქეთის „ტრაბზონსფორიდან“ მცველი ახმეტჯან კაპლანი შეიძინა.
19 წლის ფეხბურთელმა ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „აიაქსმა“ 9,5 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო „ტრაბზონსოფრს“ კაპლანის მომავალი ტრანსფერიდან თანხის 15 პროცენტი ერგება.
კაპლანი ტრაბზონელთა აღზრდილია და გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. მან „ტრაბზონსფორთან“ ერთად თურქეთის ჩემპიონატი მოიგო.




