მარგველაშვილის მარცხი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში

0
61

ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“, სადაც გაგი მარგველაშვილი თამაშობს, კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის საქმე გაირთულა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მაკედონიელებმა კოსოვოს „ბალკანის“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
მასპინძლები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 24-ე წუთზე გაიტანეს. კოსოვოელებმა მეტოქის კარი მეორედ 67-ე წუთზე აიღეს და საბოლოო გამარჯვება გაიფორმეს.
მარგველაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 25 აგვისტოს კოსოვოში შედგება.