„ჟილ ვისენტეს“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერულია. ამის თქმის საშუალება პლეი-ოფის პირველი მატჩი იძლევა, რომელშიც პორტუგალიელები სტუმრად ნიდერლანდების „ალკმაართან“ 0:4 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ოთხ წუთში შეცვალეს.
მასპინძლებიდან 24-ე წუთზე ანგარიში დე ვიტმა გახსნა და შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. 78-ე წუთზე ლაჰდომ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 85-ე წუთზე მეტოქის კარი პავლიდისმა აიღო. 89-ე წუთზე დე ვიტმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს ჩატარდება.





