ბუდუ ზივზივაძეს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შესაშური სტატისტიკა აქვს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნახსენებ ტურნირში ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არცერთხელ დატოვა. ამჯერად, „ფეჰერვარის“ ფეხბურთელმა თავი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად გერმანიის „კიოლნთან“ პირველ მატჩში გამოიჩინა, რომელიც უნგრელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს.
ზივზივაძე სასტარტი შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ანგარიში გაათანაბრა – მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ მცველს დაასწრო და თავით გაიტანა. გერმანელებმა გოლი მე-14 წუთზე გაიტანეს, 21-ზე კი მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ჩაბო გაუძევეს. მე-40 წუთზე ქართველის გადაცემის შემდეგ თავი დარდაიმ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ზივზივაძემ 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მოედანი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დატოვა. მან კონფერენს ლიგის ზედიზედ 5 შეხვედრაში მეტოქეთა კაარი 6-ჯერ აიღო.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს უნგრეთში შედგება და “ფეჰერვარს” ჯგუფშო მოხვედრის დიდი შანსი აქვს.





