გიორბელიძემ მესამედ მოიგო, ვოლკოვი გალიდერდა

0
56

ზაგლებიეს „ლუბინმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. მე-5 ტურში ზაგლებიელები სტუმრად „ლეგნიცას“ შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს. სტუმრებმა სამი ქულა მასპინძლების ესპანელი მცველი იონ აურტენეჩეს ავტოგოლით მოიპოვეს.
„ლუბინის“ სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურა გიორბელიძე იყო, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილი გამარჯვებულთა განაცხადში არ იყო. „ლუბინი“ 8 ქულით მე-18 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „საბაჰი“ „ზირეს“ ეწვია და 3:1 სძლია. სტუმრების სასტარტოში დავით ვოლკოვი იყო, რომელსაც ყოფილი გუნდის კარში გოლი არ გაუტანია. „საბაჰი“ 6 ქულით 8-გუნდიან პრემიერ ლიგაში მეორეა.