რევაზ ინჯგია კვიპროსის სუპერთასი მოიგო. „აპოლონმა“, რომელშიც ქართველი გარემარბი თამაშობს „ომონია“ 2:0 დაამარცხა. მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში დიაბომ გახსნა, ხოლო პსიხასმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე ვამ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ინჯგია „აპოლონის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში ჯერ არცერთი თამაშია ჩაუტარებია – სუპერთასამდე „აპოლონმა“ კონფერენს ლიგაზე იასპარეზა, სადაც მე-3 საკვალიფილაციო ეტაპიდან გავარდა და ქართველს თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონია.
21 წლის ფეხბურთელ;ი „აპოლონში“ შარშან გადავიდა და კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში (4 სასტარტოში) 1 გოლი გაიტანა. ის კვიპროსის ჩემპიონი გახდა.





