პორტუგალიის „ჟილ ვისენტე“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად „რიგას“ შეხვდა და გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1.
ლატვიელებიდან ანგარიში მე-18 წუთზე აურელიომ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 63-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ბოსელია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ის პორტუგალიურ კლუბში შარშან გადავიდა და პრიმეირა ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში (7 სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 9 აგვისტოს ჩატარდება.
კვიპროსის აპოლონი, რომელშიც რევაზ ინჯგია ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში გასვლაზე ისრაელის ჰაიფას „მაკაბისთან“ 0:4 განადგურდა.
ებრაელები 39-ე წუთზე პეიბერნესის ავტოგოლის მერე წინ გავიდნენ. ამის შემდეგ, სტუმართა კარი ჯერ 54-ე, ხოლო შემდეგ 62-ე წუთზე მოჰამედმა აიღო. „აპოლონის“ კარი მეოთხე პეროტმა 70-ე წუთზე აიღო. ინჯგია თადარიგში იყო და არ უთამაშია. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი „აპოლონში“ გასული სეზონის წინ გადავიდა და 14 მატჩში (4 სასტარტოში) 1 გოლი გაიტანა. ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირება 9 აგვისტოს კვიპროსში ჩატარდება.





