სესკ ფაბრეგასი კარიერას იტალიის სერია B-ში განაგრძობს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი „კომოში“ ითამაშებს. ფაბრეგასი „მონაკოდან“ წასვლის შემდეგ კომოელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის იტალიელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
35 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერის განმავლობაში „მონაკოს“ გარდა, „არსენალში“, „ბარსელონაში“ და „ჩელსიში“ გამოდიოდა.





