კვეკვესკირმა შეცვლაზე ითამაშა, წიტაიშვილი სკამზე დარჩა

0
55

პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის ორი ფეხბურთელი გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას სტარტზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, პოზნანელები თავის მოედანზე პლოცკის „ვისლასთან“ 1:3 დამარცხდნენ. ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგნელობაში არცერთი იყო. ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო წიტაიშვილმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
სტუმრებმა ანგარიში 45-ე წუთზე გახსნენს და 5 წუთში მეორე გოლიც გაიტანეს. მასპინძლებმა ერთი ბურთი 69-ე წუთზე გაქვითეს, ხოლო პლოცკელებმა მეტოქის კარი მესამედ 89-ე წუთზე აიღეს.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ დამმარცხებელი „ლეხი“ სამი ტურის მერე უქულოდაა და ბოლო ადგილზეა.