„ფეჰერვარისთვის“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უნგრეთის ჩემპიონატში სეზონის სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის გუნდი სტუმრად „პაკშის“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
ზივზვაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ მან უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „გაბალას“ ორივე შეხვედრაში გაუტანა და თავისი გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.





