გიორგი მიქაუტაძის დებიუტი საფრანგეთის ლიგა 2-ში საუცხოო აღმოჩნდა. „მეცმა“ პირველ ტურში „ამიენი“ მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. მანამდე, მე-20 წუთზე პირველი გოლი გაიემ გაიტანა. 48-ე წუთზე მიქაუტაძის პასის შემდეგ მეტოქის კარი ნიანემ აიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 21 წლის ქართველი იჯარით ბელგიის უმაღლესი დივიზიონის „სერენში“ გამოდიოდა, სადაც 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა.





