ჟიულ კუნდე „სევილიადან“ „ბარსელონაში“ გადავიდა, რაც კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ „სევილია“ 50 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 5 მილიონის გამომუშავება ანდალუსიელებს ბონუსის სახით შეუძლიათ.
„სევილიამ“ არსებობის ისტორიაში კუნდე ყველაზე ძვირად გაყიდა. მანამდე, პირველობა დანი ალვეშს ეკუთვნოდა, რომელიც 2008 წელს სევილიელებმა 40 მილიონ ევროდ ასევე „ბარსელონაში“ გაყიდეს.
2018 წელს კატალონიელებმა „სევილიასგან“ 35 მილიონ ევროდ ფრანგი მცველი კლემან ლენგლე შეიძინეს, რომელსაც კლუბის ძვირადღირებულ ტრანსფერებში მესამე პოზიცია უკავია.





