ქუთათელაძე „როდეზში“ ითამაშებს

0
21

ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელის მოსკოვის „სპარტაკის“ მეორე გუნდში ირიცხებოდა, კარიერას საფრანგეთის „როდეზში“ განაგრძობს.
ეს ინფორმაცია საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება. 21 წლის ქუთათელაძემ „როდეზთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. Transfermarkt ქუთათელაძის ტრანსფერს 100000 ევროდ აფასებს.