სამგურალმა” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელ ,,უმრანიესპორთან” გამართა და 0:3 დამარცხდა.
,,სამგურალის” თავკაცმა გიორგი მიქაძემ ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობები ათამაშა.
მეტოქემ კი, რომლისთვისაც დასკვნითი საკონტროლო შეხვედრა იყო, საბრძოლო შემადგენლობით იასპარეზა.
თურქები მე–10 წუთზე მსრიჩის პენალტით დაწინაურდნენ. 33–ე წუთზე ,,უმრანიესპორის” ხორვატმა ლეგიონერმა დუბლი შეასრულა. მესამე ბურთი 47–ე წუთზე დელ ვალემ გაიტანა.





