ანტონ თოლორდავამ სერბეთის „რადნიჩკის“ შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „რადნიჩკიმ“ სტუმრად მალტის „გზირასთან“ 2:2 ითამაშა, ხოლო შინ მეტოქეს ასევე ვერ მოუგო – 3:3.
პენალტების სერიაში მალტელებმა 3:1 გაიმარჯვეს. „თელავის“ ყოფილი კაპიტანი, რომელიც „რადნიჩკის“ ზაფხულში შეუერთდა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა.





