ზივზივაძემ კონფერენს ლიგაში ზედიზედ მეორედ გაიტანა

0
38

ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. უნგრეთის „ფეჰერვარმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გამოდის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ აზერბაიჯანის „გაბალას“ 4:1 სძლია, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 1:2 წააგო,
მასპინძლებიდან 34-ე წუთზე ანგარიში მურადოვმა გახსნა, ხოლო ზივზივაძემ პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საპასუხო ბურთი გაიტანა, როცა ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მიიღო, გაისწორა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. „გაბალადან“ 72-ე წუთზე თავი ფელიპე სილვამ გამოიჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე „ფეჰერვარი“ ითამაშებს.
ტალინის „ლევადიამ“ მალტის „ჰიბერნიანსთან“ პირველი შეხვედრა სტუმრად 2;3 წააგო, ხოლო სახლში 1:1 ითამაშა და გათამაშებას გამოეთიშა. ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.