„საბურთალო“ ბოლო ქართული გუნდი იყო, ვისაც ევროთასებზე ორი ეტაპის გადალახვის შანსი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ლაშა ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში შინ ბუქარესტის „სტიაუას“ 1:0 აჯობა, ხოლო სტუმრად ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის მე-2 წუთზე კორდეას დარტყმის შემდეგ, თორნიკე მეგრელიშვილმა ბურთი მოიგერია, ხოლო ახლო მანძილიდან სტოიკას დარტყმული სუსტი აღმოჩნდა და ქართველი მეკარის იოლი ნადავლი გახდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ისევ კორედამ დაარტყა სახიფათო და მეგრელიშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.
თავის მხრივ მეტოქის კართან ვითარების გამწვავება „საბურთალოსაც“ შეეძლო, როდესაც ბუქარესტელთა მცველებმა თავის საჯარიმოსთან ახლო ბურთი დაკარგეს და გულიაშვილმა მეტოქის კარის მიმართულებით ძლიერად ვერ დაარტყა.
მე-17 წუთზე, ბაქარ ქარდავას ანგარიში გახსნა შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა კარს რამდენიმე სანტიმეტრით აცდა.
შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „სტიაუამ“ კუთხური ჩააწოდა და დავამ თავით გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ნიკა კვეკვესკირმა თავის საჯარიმოსთან ახლოს კორდეასთან ბოლომდე კი იბრძოლა ბურთისთვის, რომელიც საბოლოოდ რუმინელს დარჩა და პასი ოქტავიან პოპესკუს გაუკეთა, რომელმაც ედიომუა მოძებნა,ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ანგარიში გაზარდა.
62-ე წუთზე, მარჯვნიდან გიორგი გოჩოლეიშვილის ჩაწოდების მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ თავით მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
69-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფრთიდან ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში გურამ გოშთელიანს, რომელმაც თავით ლამაზი ბურთი გაიტანა.
ანგარიშის შეცვლიდან ერთ წუთში „სტიაუამ“ ძალია სახიფათოდ შეუტია და რადუნოვიჩმა კარში ორი მეტრიდან დაარტყა, ხოლო ჯინჯოლავამ თბილისელები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
75-ე წუთზე. „სტიაუას“ სტანდარტულის შემდეგ, „საბურთალოს“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რომელიც ედიოუმას დარტყმით დასრულდა და მეგრელიშვილმა ბურთს კარის ხაზი არ გადააკვეთინა.
78-ე წუთზე, გოშთელიანმა ძალიან კარგი პასით მეტოქის ნახევარზე ხორვატი მიოჩი მოძებნა, რომელმაც პასი იური ტაბატაძეს არ დაუგვიანა, ამ უკანასკნელმა კი აუღებლად დაარტყა – 2:2.
თუმცა, „საბურთალომ“ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და მე-80 წუთზე მარცხენა ფლანგიდან რადუნოვიჩის ჩაწოდების შემდეგ კომანმა ახლო მანძილიდან თავით ბუქარესტელები დააწინაურა – 3:2.
სამწუხაროდ, „საბურთალომ“ თამაში დამატებით დროში ვერ გადაიყვანა, რადგან ჯინჯოლავამ თავის საჯარიმოში კორდეა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი რადუნოვიჩმა გამოიყენა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ჩადუნელს ოვიდუ პოპესკუ ეუხეშა და ქართველმა რუმინელს ხელი უბიძგა, ხოლო თანაგუნდელს კორდეა გამოექომაგა. ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევა კორდეას გაძევებით და ჩადუნელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებით დასრულდა.
„სტიაუა“ (ბუქარესტი) – „საბურთალო“ (თბილისი) 4:2 (1:0)
28 ივლისი. ბუქარესტი. „არენა ნაციონალა“.
„სტიაუა“: ტარნოვანუ, ოვიდუ პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი, ოლარუ, კორდეა, ედიოუმა (ლიქსანდრუ, 88), ოქტავიან პოპესკუ, კომანი (კ) (ოიაიდა, 88) , სტოიკა (სუტი, 58).
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაე დიკა.
„საბურთალო“: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა (კ), ჯინჯოლავა, ჩადუნელი, ქარდავა (მიოჩი, 46), შოთა ნონიკაშვილი (ოთარ მამაგეიშვილი, 79), ლევან ნონიკაშვილი, ტაბატაძე, გულიაშვილი (გოშთელიანი, 62), სიხარულიძე.
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე.
გოლები: 1:0 დავა (44). 2:0 ედიოუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (87).
გაფრთხილება: კომანი (9), ლევან ნონიკაშვილი (30), ოლარუ (32), გოშთელიანი (80), ჯინჯოლავა (86), ოქტავიან პოპესკუ (90+3), ჩადუნელი (90+3).
გაძევება: კორდეა (90+4).
მთავარი მსაჯი: ჯონათან ლარდო (ბელგია).




