ბათუმელებისთვის ევროსეზონი დასრულდა – კვეკვესკირი და წიტაიშვილი შემდეგ ეტაპზე

0
42

ბათუმის „დინამო“ ევროთასებს გამოეთიშა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად პოლონეთის „ლეხთან“ 0:5 დამარცხდა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მხოლოდ ფრეს გამორჩა.
„ლეხში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გარემარბი გიორგი წიტაიშვილმა 61-ე წუთიდან ითამაშა.
23-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან სერბი მილან რადინი შეიჭრა, რომლის დარტყმის შემდეგ სტუმართა უკრაინელმა მეკარე რუდკომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
26-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილმა შეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო, მეტოქის ორ ფეხბურთელს გაცდა და კარგი პასით  ფლამარიონი რუდკოს შეატოვა, თუმცა ბრაზილიელის დარტყმული ბურთი „ლეხის“ მეკარემ მოიგერია.
65-ე წუთზე, რადინმა მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვი მოძებნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა მათე ვაწაძემ თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0.
75-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პასი სტუმართა საჯარიმოში ბენჟამინ ტეიდს გაუკეთა, რომლის სახიფათო თავურის მერე ბურთი კარს გადაცდა. საპასუხო შეტევაში ჩერვინსკიმ ბათუმელთა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მიხეილ ალავიძემ მასპინძლები ვერ გადაარჩინა – 1:1.
84-ე წუთზე პოზნანელთა კარს სახიფათოდ ჯაბა ჯიღაური დაემუქრა, მაგრამ რუდკომ დამაჯერებლად ითამაშა.

„დინამო“ (ბათუმი) – „ლეხი“ (პოზნანი) 1:1 (0:0)
28 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.
„დინამო“ (ბათუმი):
ალავიძე, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), აზაროვი, მამუჩაშვილი, ტეიდი, რადინი (ბიძინაშვილი, 72), ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი, 78), ფლამარიონი (ფანცულაია, 78), ვაწაძე (ჯიღაური, 78), დავითაშვილი (ჩაბრაძე, 89).
მთავარი მწვრთნელი:
გია გეგუჩაძე.
„ლეხი“: რუდკო, შატკა (კ), შუმჩაკი, ვეიდე (წიტაიშვილი, 61), რებოჩო, პერეირა (პინგოტი, 82), სკორაში (მარჩვინსკი, 61), კვეკვესკირი, კალსტრიომი, დუგლასი, ამარალი.
მთავარი მწვრთნელი:
ჯომ ვან დერ ბრომი.
გოლი: 1:0 ვაწაძე (65), 1:1 ჩერვინსკი (76).
გაფრთხილება:
კვეკვესკირი (81), ჯიღაური (90+1), მამუჩაშვილი (90+4), კალსტრიომი (90+4).
მთავარი მსაჯი:
იგორ სტოიჩევსკი (ჩრ.მაკედონია)