ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის ამხანაგურ მატჩში „მილანს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით წააგო – 0:5.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი 39-ე წუთზე რაფაელ ლეაომ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში თავი ანტე რებიჩმა გამოიჩინა. 57-ე წუთზე „მილანიდან“ გოლი მესიასმა გაიტანა, რომელსაც მე-60 წუთზე მხარი ადლიმ აუბა. 66-ე წუთზე შეხვედრის ბოლო გოლი გაბიამ მიითვალა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.





