“სიონმა” სეფიაშვილი გაუშვა

0
26

ბოლნისის „სიონი“ მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა დატოვა. ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
სეფიაშვილი „სიონში“ შარშან ჩაირიცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 30 მატჩი ჩაატარა. მან მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთხელ ითამაშა და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ გუნდი დატოვა.
სეფიაშვილი კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგარეჯოს “გარეჯში” განაგრძობს.